ინგლისის პრემიერლიგა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის პრემიერლიგა (ინგლ. Premier League) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ინგლისური კლუბებისთვის. წარმოადგენს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით. ყოველი გუნდი თამაშობს 38 მატჩს, ჩემპიონატი მოიცავს 380 მატჩს ჯამში. მატჩების უმეტესობა ტარდება შაბათ-კვირას.
ქვეყანა |
ინგლისი უელსი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 20 თებერვალი, 1992 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 20 (1995–96 სეზონიდან) |
ქვეითდება | საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი |
საშინაო თასები |
ინგლისის თასი ინგლისის ლიგის თასი ინგლისის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა უეფა-ს კონფერენს ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „მანჩესტერ სიტი“ (7-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13-ჯერ) |
ტვ პარტნიორები |
Sky Sports BT Sport BBC Sport |
საიტი | ოფიციალური |
2022-23 |
ჩემპიონატი „პრემიერლიგად“ ჩამოყალიბდა 1992 წლის 20 თებერვალს, პირველი დივიზიონის კლუბების გადაწყვეტილებით, რომელიც დაარსებული იყო 1888 წელს. მათი მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება სატელევიზიო ტრანსლაციების უფლებების გაყიდვიდან[1]. ლიგა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 2.2 მილიარდ ევროს, რაც 975 მილიონით მეტია მეორე ადგილზე მყოფ იტალიის სერია ა-თან შედარებით[2]. 2015–16 წლების სეზონში პრემიერლიგის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 36.452[3], რითიც მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ[4]. უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, პრემიერლიგა მესამე ადგილს იკავებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის და გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ[5].
1888 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 24 კლუბი. 1992 წლიდან პრემიერლიგაში იასპარეზა 47-მა კლუბმა, აქედან ექვსმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13 ტიტული), „მანჩესტერ სიტი“ (6), „ჩელსი" (5), „არსენალი“ (3), „ბლეკბერნ როვერსი“ (1), „ლესტერ სიტი“ (1) და „ლივერპული“ (1). პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულია „მანჩესტერ სიტი“.