გომერის ქედი
From Wikipedia, the free encyclopedia
გომერის ქედი — ქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომერი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები გომერის ქედი ...
გომერის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°33′34″ ჩ. გ. 44°26′56″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | 1800 |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი |
დახურვა
წარმოადგენს მდინარეების ალგეთისა (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) და ჭივჭავას (ხრამის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფს, გამოეყოფა ბედენის ქედს სამხრეთი მიმართულებით. აგებულია ცარცული ვულკანოგენური ფაციესის კირქვებით, მერგელებით, იშვიათად — სხვადასხვა შედგენილობის ვულკანოგენური ქანებით. ჩრდილოეთ ნაწილში ქედის კალთები საკმაოდ დახრილი და დასერილია.
ქედის სიმაღლე ზღვის დონიდან 1800 მ-ს აღწევს, სამხრეთ-აღმოსავლეთით თანდათან დაბლდება (მთები გომერის მთა – 1458 მ და სამება – 1205 მ). დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით.