მტკვარი
მდინარე ამიერკავკასიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
მტკვარი (თურქ. Kura, აზერ. Kür) — ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ[1], აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.
სწრაფი ფაქტები მტკვარი თურქ. Kura, აზერ. Kür, ქვეყანა ...
მტკვარი თურქ. Kura, აზერ. Kür | |
---|---|
მტკვარი თბილისში | |
ქვეყანა |
თურქეთი საქართველო აზერბაიჯანი |
ქალაქები | არტაანი, ბორჯომი, გორი, თბილისი, რუსთავი, საბირაბადი და ა.შ. |
მარჯვენა შენაკადები | არაქსი, ხრამი, ტერტერი |
მარცხენა შენაკადები | ალაზანი, იორი, ლიახვი |
სათავე |
მცირე კავკასიონი 40°50′01″ ჩ. გ. 42°49′12″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | თურქეთი |
სათავის სიმაღლე | 2742 მ |
შესართავი |
კასპიის ზღვა 39°17′11″ ჩ. გ. 49°25′40″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | აზერბაიჯანი |
შესართავის სიმაღლე | - 26.5 მ |
სიგრძე | 1515 კმ |
აუზის ფართობი | 188 000 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 443 მ³/წმ |
მტკვრის აუზი | |
— სათავე, — შესართავი | |
მტკვარი ვიკისაწყობში |
დახურვა
მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.