დაბალი ეწერი
სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
დაბალი ეწერი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასკანის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: ასკანა, დაბალი ეწერი, მზიანი).
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
დაბალი ეწერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარეგურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ასკანა |
კოორდინატები | 41°57′40″ ჩ. გ. 42°08′40″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ეწერი |
ფართობი | 2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
მოსახლეობა | 324[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 162 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,6 % სომხები 2,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 170 მ., ოზურგეთიდან 21 კმ, ასკანიდან 3 კმ. ზედაპირულად მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია. წარსულში მაღალ ეწერთან ერთად ცნობილი იყო ეწერის საერთო სახელწოდებით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.