დაგ ჰამარშელდი
From Wikipedia, the free encyclopedia
დაგ იალმარ ჰამარშელდი (შვედ. Dag Hjalmar Agne Carl Hammarskjöld; დ. 29 ივნისი, 1905, იენჩეპინგი — გ. 18 სექტემბერი, 1961, ნდოლა, ჩრდილოეთ როდეზია) — შვედი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, შვედეთის აკადემიის წევრი 1954 წლიდან. 1936-1945 წლებში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, 1941-1948 წლებში შვედეთის ეროვნული ბანკის გამგეობის თავმჯდომარე, 1949-1951 წლებში შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი. 1951-1953 წლებში უპორტფელო მინისტრი, 1948-1949 წლებში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარე. 1953 წლის აპრილიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. 1956 წელს ეგვიპტეში გაეროს პირველი სამშვიდობი მისიის ინიციატორი და ორგანიზატორი. დაიღუპა 1961 წელს 18 სექტემბერს (ONUC) ჩრდილოეთ როდეზიაში სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებისას საავიაციო კატასტროფაში, რომლის მიზეზები და გარემოებები დღემდე გაუკრვეველია.[19] 1961 წლის წელს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
დაგ ჰამარშელდი | |
---|---|
შვედ. Dag Hammarskjöld | |
დაბადების თარიღი | 29 ივლისი, 1905(1905-07-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | იენჩეპინგი[3] [4] [5] [6] |
გარდაცვალების თარიღი | 18 სექტემბერი, 1961(1961-09-18)[2] [3] [4] [8] [14] [9] [10] [11] [13] (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნდოლა, ჩრდილოეთი როდეზია, Federation of Rhodesia and Nyasaland[3] |
მოქალაქეობა | შვედეთი |
განათლება | უფსალის უნივერსიტეტი[3] , სტოკჰოლმის უნივერსიტეტი[3] და Q64438163?[15] |
მამა | Hjalmar Hammarskjöld[3] [16] [6] |
დედა | Agnes Maria Carolina Almquist[3] [16] [6] |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[3] [17] , პოლარული ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[18] , Grand Cross of the Order of Merit[18] , დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[18] , Grand Cross of the Order of Orange-Nassau[18] და წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[18] |
daghammarskjold.se | |