ეგვიპტე
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგვიპტე (არაბ. مصر მისრ, misˤɾ (?·i)), ოფიციალურად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა (არაბ. جمهورية مصر العربية) — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში (სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.
სწრაფი ფაქტები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაარაბ. جمهورية مصر العربيةეგვიპტე, ოფიციალური ენა ...
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კაირო 30°02′ ჩ. გ. 31°13′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | უნიტარული ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | აბდულ-ფათაჰ ალ-სისი[1] | ||||
- | პრ.-მინისტრი | შერიფ ისმაილი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 001 450 კმ2 (30-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.632 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასებით | 100 075 480[2][3] (მე-13) | ||||
- | 1996 აღწერა | 59 312 914 | ||||
- | სიმჭიდროვე | 82,3 კაცი/კმ2 (120-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $443.430 მილიარდი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5896 | ||||
აგი (2007) | 0.708 (საშუალო) (112-ე) | |||||
ვალუტა | ეგვიპტური ფუნტი (EGP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | EGY | |||||
Internet TLD | .eg | |||||
სატელეფონო კოდი | 20 |
დახურვა
ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.