ეგვიპტის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგვიპტის დროშა – ეგვიპტის ერთ–ერთი სახელმწიფო სიმბოლო (გერბთან და ჰიმნთან ერთად), მოქმედებს 1984 წლის 4 ოქტომბრიდან.იგი შეიცავს ეგვიპტის ნაციონალურ ემბლემას - სალადინის არწივს, რომელიც მოთავსებულია ცენტრალურ თეთრ ზოლში. დროშა ასევე შეიცავს წითელ (დროშის ზემოთა ნაწილი) და შავ (დროშის ქვემოთა ნაწილი) ზოლებს. წითელი ფერი გაიგივებულია რევოლუციამდელ პერიოდთან, რომელმაც არმიის ოფიცრების ნაწილი მოიყვანა ქვეყნის სათავეში მეფე მეფე ფაროკის დამხობის შემდგომ. ეს იყო დრო, როდესაც ეგვიპტე იბრძოდა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ. თეთრი ფერი გამოსახავს 1952 წლის რევოლუციას, რომელმაც სისხლისღვრის გარეშე მოუღო ბოლო მონარქიას. შავი ფერი კი აღნიშნავს ეგვიპტელი ხალხის განთავისუფლებას მონარქიისა და ბრიტანული კოლონიალიზმიგან. ეს ფერები ასევე გვხვდება იემენის, სირიის და ერაყის დროშებზე. მათ შორის ეგვიფტის დროშა განსხვავდება მხოლოდ ცენტრალური ემბლემით.
ეგვიპტის დროშა | |
---|---|
ეგვიპტე | |
მიღებულია | 4 ოქტომბერი, 1984 |
პროპორცია | 2:3 |
წინა დროშები | |
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დროშა | |
არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის დროშა | |
ეგვიპტის რესპუბლიკის დროშა | |
ეგვიპტის სამეფოს დროშა | |
ეგვიპტის სასულთნოს დროშა | |
ეგვიპტე თურქთა იმპერიაში მე-19 საუკუნეში |