დანიელა სილივაში
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიელა ვიორიკა სილივაშ-ჰარპერი (დ. 9 მაისი, 1972), ასევე ცნობილი, როგორც დანიელა სილივაში — ყოფილი რუმინელი სპორტული ტანმოვარჯიშე. ყველაზე მეტად ცნობილია 1988 წლის სეულის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული 6 მედლით (სამი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო). რუმინეთის უფროსთა ეროვნულ ნაკრებში ყოფნის 5 წლის განმავლობაში სილივაშმა მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი ინდივიდუალური ტიტული მოიპოვა და 1987 წლის ევროპის ჩემპიონატზეც პირველი ადგილი აიღო „all-around“ ღონისძიებაში. ის ერთადერთი ტანმოვარჯიშე იყო როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რომელმაც 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა ინდივიდუალურ ღონისძიებაში საპრიზო ადგილზე გავიდა. ამ ოლიმპიადაზე დანიელამ 7 სრულყოფილი 10 (perfect 10) ქულა დაიმსახურა. ცნობილია თავისი ტექნიკური უპირატესობით, ურთულესი მოძრაობებით, მომაჯადოებელი გამოსვლებითა და მხატვრული ორიგინალურობებით.[2]
დანიელა სილივაში | |
---|---|
დანიელა სილივაში | |
სრული სახელი | დანიელა ვიორიკა სილივაშ-ჰარპერი |
მეტსახელ (ებ) ი | დანა |
ქვეყანა (სპორტი) | რუმინეთი |
დაიბადა |
9 მაისი, 1972 (1972-05-09) (51 წლის) დევა, რუმინეთი |
საცხოვრებელი ადგილი | მარიეტა, აშშ |
სიმაღლე | 1,45 მ. |
წონა | 38 კგ. |
დისციპლინა | ქალთა მხატვრული ტანვარჯიში |
დონე | უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური |
ეროვნულ ნაკრებში | (1985-1989) (უფროსთა შორის) |
მწვრთნელ(ებ)ი | ადრეან გორა, მარია კოზმა, ოქტავიან ბელუ[1] |
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი | ბელა კაროი, მართა კაროი |
მუსიკა |
1985–1986: "Turkey in the Straw"/"Cotton Eye Joe" 1987: "Ochi Chernye"/"Dark Eyes" 1988: "Macho Mozart" by the Latin Rascals 1989: "Ciuleandra" |
1989 წელს, მუხლის ტრავმისა და რუმინეთის რევოლუციის დროს დევას ეროვნული ცენტრის დახურვის გამო სილივაშის ვარჯიში შეფერხდა. ის გადადგა და 1991 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც დღემდე სპორტული ტანვარჯიშის მწვრთნელია. 2002 წელს ის ტანვარჯიშის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.[3]