რუმინეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუმინეთი (რუმ. România) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, უმთავრესად ქვემო დუნაის აუზში, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას. რუმინეთის მოსაზღვრე ქვეყნებია: დასავლეთიდან უნგრეთი და სერბეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა და მოლდოვა, ხოლო სამხრეთით ბულგარეთი. მისი ფართობია 238 397 კმ² და ევროპაში სიდიდით მე-12 ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობთ ევროკავშირის ქვეყნებში მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა ბოლო წლებში მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და 2019 წლის მონაცემებით 19,405,156-ს შეადგენს.[9]
România რუმინეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Deșteaptă-te, române! |
||||||
რუმინეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ბუქარესტი 44°25′ ჩ. გ. 26°06′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | რუმინული[1] | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[2]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | რუმინელი | |||||
მთავრობა | უნიტარული ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა |
|||||
- | პრეზიდენტი | კლაუს იოჰანისი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ნიკოლაე ჩუკე | ||||
- | სენატის პრეზიდენტი | ანკა დრაგუ | ||||
- | დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი | ლუდოვიკ ორბანი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | დეპუტატთა პალატა | ||||
ფორმირება | ||||||
- | გაერთიანებული სამთავრო [ა] | 24 იანვარი, 1859 | ||||
- | დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისგან |
1877/1878 [ბ] | ||||
- | რუმინეთის სამეფო | 14 მარტი, 1881 | ||||
- | დიდი კავშირი [გ] | 1 დეკემბერი, 1918 | ||||
- | რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება | 30 დეკემბერი, 1947 | ||||
- | რუმინეთის რევოლუცია | 16–27 დეკემბერი, 1989 | ||||
- | ამჟამინდელი რესპუბლიკა | 21 ნოემბერი, 1991 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 იანვარი, 2007 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 238 391 კმ2 (83-ე) | ||||
- | წყალი (%) | 3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 აღწერა | 20 121 641[2] (58-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 84,4 კაცი/კმ2 (118-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2013 შეფასება | |||||
- | სულ | $285.131 მილიარდი[3] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $13 395[4] | ||||
მშპ (ნომინალი) | 2013 შეფასება | |||||
- | სულ | $189.659 მილიარდი[5] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $8 910[6] | ||||
ჯინი (2011) | 33.2[7] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.785[8] მაღალი · 54-ე |
|||||
ვალუტა | რუმინული ლეი (RON ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +40 | |||||
ISO 3166 კოდი | RO | |||||
ინტერნეტ-დომენი | .ro [დ] | |||||
ა. | ^ ალექსანდრუ იოან კუზას ორმაგი არჩევნები მოლდოვასა და ვლახეთში (შესაბამისად, 1859 წლის 5 და 24 იანვარს). | |||||
ბ. | ^ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1877 წლის 9 მაისს, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1878 წელს. | |||||
გ. | ^ 1918 წლის ბესარაბიის, ბუკოვინისა და ტრანსილვანიის რუმინეთთან შეერთება. | |||||
დ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
რუმინეთის დედაქალაქი და ასევე ტერიტორიულად უდიდესი ქალაქი , ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი 1862 წლიდან არის ბუქარესტი (Municipiul București), ბუქარესტში 2019 წლის მდგომარეობით 1,87 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[10]
სხვა მსხვილი ქალაქებია: კლუჟ-ნაპოკა, ტიმიშოარა, იასი, კონსტანცა, კრაიოვა და ბრაშოვი.
თანამედროვე რუმინეთის სახელმწიფო 1859 წელს შეიქმნა ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს შედეგად, რომელსაც მოგვიანებით ტრანსილვანიაც შეუერთდა.[11]