დანიელე დე როსი
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიელე დე როსი[2][3] (იტალ. Daniele De Rossi; დ. 24 ივლისი, 1983, რომი) — იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი. იყო იტალიის სერია A-ს კლუბ „რომას“ ნახევარმცველი და ვიცე-კაპიტანი, მეტსახელით მომავალი კაპიტანი (იტალ. Capitan Futuro).[4]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
დე როსი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2011 წელს. | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Daniele De Rossi[1] | ||
დაბადების თარიღი | 24 ივლისი, 1983 (1983-07-24) (40 წლის) | ||
დაბადების ადგილი | რომი, იტალია | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997–2000 | ოსტია მარე | ||
2000–2001 | რომა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2019 | რომა | 458 | (43) |
2019–2020 | ბოკა ხუნიორსი | 5 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001 | იტალია 19 წლ. | 3 | (2) |
2002 | იტალია 20 წლ. | 4 | (0) |
2003–2004 | იტალია 21 წლ. | 16 | (3) |
2004–2017 | იტალია | 117 | (21) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
„რომასთან“ ერთად დე როსის მოგებული აქვს იტალიის თასი ორჯერ და სუპერთასი 2007 წელს. 2006 წელს დაასახელეს სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და 2009 წელს — იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.
დე როსის უთამაშია იტალიის 19 წლამდე, 20 წლამდე, 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებებში. მან იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო 2006 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, ასევე მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონტზე, 2009 წლის ფიფას კონფედერაციის თასზე და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.