დანიელ პასარელა
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიელ ალბერტო პასარელა (ესპ. Daniel Alberto Passarella; დ. 25 მაისი, 1953, ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იგი ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს.[1][2]
პასარელა ფიფა-ს თასით 1978 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დანიელ ალბერტო პასარელა | ||
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1953 (1953-05-25) (70 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1973 | სარმიენტო | 36 | (9) |
1974–1982 | რივერ პლეიტი | 226 | (90) |
1982–1986 | ფიორენტინა | 109 | (26) |
1986–1988 | ინტერი | 44 | (9) |
1988–1989 | რივერ პლეიტი | 32 | (9) |
სულ | 447 | (140) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1986 | არგენტინა | 70 | (23) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1989–1994 | რივერ პლეიტი | ||
1994–1998 | არგენტინა | ||
1999–2001 | ურუგვაი | ||
2001 | პარმა | ||
2002–2004 | მონტერეი | ||
2005 | კორინთიანსი | ||
2006–2007 | რივერ პლეიტი | ||
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1978 წლის მუნდიალზე არგენტინის ეროვნულმა გუნდმა მისი კაპიტნობით პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად. საფეხბურთო კარიერის მანძილზე, საკლუბო და სანაკრებო მატჩებში გატანილი აქვს 175 გოლი, რითაც ფეხბურთის ისტორიაში მცველებს შორის მეორე ადგილს იკავებს რონალდ კუმანის შემდეგ.[3] არაერთხელ შედიოდა მსოფლიოს სხვადასხვა სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.
პასარელა, როგორც გუნდის კაპიტანი დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე, ხშირად ერთვებოდა შეტევებში და თავისი ორგანიზატორული თვისებებით დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას. მისთვის დამახასიათებელი ემოციური, თავდადებული და შთამაგონებელი თამაშის გამო გულშემატკივრებმა მას „დიდი კაპიტანი“ (ესპ. El Gran Capitán), ხოლო ელეგანტური და არისტოკრატული თამაშის სტილის გამო ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად „ელ კაიზერი“ (ესპ. El Kaiser) შეარქვეს.