ფრანც ბეკენბაუერი
იტალიელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანც ანტონ ბეკენბაუერი (გერმ. Franz Anton Beckenbauer; დ. 11 სექტემბერი, 1945, მიუნხენი, გერმანია — გ. 7 იანვარი, 2024) — გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი. არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს იმპერატორი (Kaiser). ბევრის მიერ მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში[1][2]. ფრანცმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბეკენბაუერი 2014 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფრანც ანტონ ბეკენბაუერი | ||
დაბადების თარიღი | 11 სექტემბერი, 1945 | ||
დაბადების ადგილი | მიუნხენი, გერმანია | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 იანვარი, 2024 (78 წლის) | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი (ლიბერო) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1951–1959 | მიუნხენ 1906 | ||
1959–1964 | ბაიერნი მიუნხენი U-13 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1964–1977 | ბაიერნი მიუნხენი | 427 | (60) |
1977–1980 | ნიუ-იორკ კოსმოსი | 105 | (19) |
1980–1982 | ჰამბურგი | 28 | (0) |
1983 | ნიუ-იორკ კოსმოსი | 27 | (2) |
სულ | 587 | (81) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1964 | გფრ (ახ.) | 3 | (3) |
1965 | გფრ B | 2 | (0) |
1965–1977 | გფრ | 103 | (14) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1990 | გფრ | ||
1990–1991 | მარსელი | ||
1993–1994 | ბაიერნი მიუნხენი | ||
1996 | ბაიერნი მიუნხენი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.
მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი პრეზიდენტი.
ბეკენბაუერი ითვლებოდაა გავლენიან ფიგურად გერმანულ და საერთაშორისო ფეხბურთში.