დიდი წითელი ლაქა
მუდმივი ანტიციკლონური შტორმი პლანეტა იუპიტერზე / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი წითელი ლაქა — მუდმივი ანტიციკლონური შტორმი პლანეტა იუპიტერზე, ეკვატორიდან 22°-ით სამხრეთით; მუდმივი დაკვირვების ქვეშაა ბოლო 187 წლის მანძილზე, 1830 წლიდან. მიჩნეულია, რომ იგი ჯერ კიდევ 1665-1713 წლებში მიმდინარე დაკვირვებებისას შეამჩნიეს და თუ ეს მართალია, იგი უკვე 350 წელიწადზე მეტია, რაც არსებობს.[1][2] მსგავსი შტორმები იშვიათია გაზის გიგანტი პლანეტების ტურბულენტური ატმოსფეროსათვის.