დირსეუ
ბრაზილიელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
დირსეუ ჟოზე გიმარაეში (პორტ. Dirceu José Guimarães; დ. 15 ივნისი, 1952, კურიტიბა, პარანა, ბრაზილია — გ. 15 სექტემბერი, 1995, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც დირსეუ.[3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დირსეუ ჟოზე გიმარაეში [1] | ||
დაბადების თარიღი | 15 ივნისი, 1952 | ||
დაბადების ადგილი | კურიტიბა, პარანა, ბრაზილია | ||
გარდაცვალების თარიღი | 15 სექტემბერი, 1995 (43 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 172 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1970–1972 | კორიტიბა | 26 | (1) |
1973–1976 | ბოტაფოგო | 52 | (9) |
1976 | ფლუმინენსე | 22 | (2) |
1977–1978 | ვასკო და გამა | 25 | (2) |
1978–1979 | ამერიკა | 45 | (2) |
1979–1982 | ატლეტიკო | 84 | (18) |
1982–1983 | ვერონა | 29 | (2) |
1983–1984 | ნაპოლი | 30 | (5) |
1984–1985 | ასკოლი | 27 | (5) |
1985–1986 | კომო | 25 | (2) |
1986–1987 | აველინო | 23 | (6) |
1988 | ვასკო და გამა | 7 | (0) |
1988 | მაიამი შარკსი | 17 | (5) |
1989–1991 | ებოლიტანა | 39 | (14) |
1992 | ბენევენტო | 11 | (4) |
1995 | ატლეტიკო | ? | (?) |
ეროვნული ნაკრები | |||
1973–1986 | ბრაზილია | 41 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[4][5] 1974 წლის გერმანიის[6][7] და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[8][9] საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა ბრაზილიის, მექსიკის, ესპანეთის, იტალიის და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კლუბებში.[2][10]
ნელინიოს, რობერტო დინამიტის, ზიკოს, სოკრატესის და ფალკაოს მსგავსად — ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად.[2][11] როგორც პროფესიული, ასევე, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტითა და სიყვარულით კოლეგებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელთაც თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალტექნიკურმა, თამაშის შესანიშნავი ხედვის, იმპროვიზაციისა და შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზებში მოულოდნელი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების გამორჩეული უნარის მქონე ფეხბურთელმა. ცნობილი იყო თავისი შორეული, ძლიერი და ზუსტი დარტყმებით.[2]