დონ დელილო
ამერიკელი მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
დონალდ რიჩარდ დელილო (დ. 20 ნოემბერი, 1936) — ამერიკელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი, დრამატურგი, სცენარისტი და ესეისტი. მისი შემოქმედება არაერთ თემას მოიცავს, იქნება ეს ტელევიზია, ბირთვული ომი, სპორტი, ენის კომლექსურობა, პერფორმანს არტი, ცივი ომი, მათემატიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა და გლობალური ტერორიზმი.
დონ დელილო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ნოემბერი, 1936(1936-11-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (87 წლის) |
დაბადების ადგილი | ბრონქსი, ნიუ-იორკი |
საქმიანობა | დრამატურგი, სცენარისტი, რომანისტი, ესეისტი და ჟურნალისტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[8] |
ალმა-მატერი | ფორდჰემის უნივერსიტეტი და Cardinal Hayes High School |
Magnum opus | თეთრი ხმაური, Libra, Mao II, Underworld და Cosmopolis |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[9] , წიგნების ეროვნული პრემია, ამერიკული წიგნის პრემია, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის, იერუსალიმის პრემია, Library of Congress Prize for American Fiction, უილიამ დინ ჰოუელზის მედალი, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[10] და PEN/Faulkner Award for Fiction |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
დელილოს საყოველთაო აღიარება მოუპოვა 1985 წელს „თეთრი ხმაურის“ გამოქვეყნებამ, რომლისთვისაც ეროვნული წიგნის ჯილდო მოიპოვა. მწერალი ორჯერ გახდა პულიცერის პრემიის ფინალისტი (1992; 1998). 1999 წელს მიიღო იერუსალიმის პრემია. 2010 წელს გადაეცა კონგრესის ბიბლიოთეკის პრემია ამერიკულ ლიტერატურაში.[11]
დელილო საკუთარ შემოქმედებას აღწერს, როგორც „სახიფათო დროებაში ცხოვრების“ საკითხით დაინტერესებულს.[12] 2005 წლის ინტერვიუში მან აღნიშნა: „მწერლები უნდა დაუპირისპირდნენ სისტემებს. მნიშვნელოვანია ძალაუფლების, კორფორაციების, სახელმწიფოს და მომხმარებლობისა და დამქანცველი გასართობი საშუალებების მთლიანი სისტემის წინააღმდეგ წერა. ვფიქრობ, მწერლებს, თავიანთი ბუნებით, წინააღმდეგობის გაწევა მართებთ ნებისმიერი რამის მიმართ, რაც ჩვენს დამორჩილებას ცდილობს.“[13]