ზალუსკის ბიბლიოთეკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ზალუსკის ბიბლიოთეკა ( პოლ. Biblioteka Załuskich ) — პირველი საჯარო ბიბლიოთეკა პოლონეთ -ლიტვის თანამეგობრობაში და ერთ-ერთი პირველი ევროპაში, რომელიც დაარსდა ვარშავაში 1747 წელს. მისი დამაარსებლები იყვნენ რომაელი კათოლიკე ეპისკოპოსები, ძმები — იოზეფ ანდჟეი ზალუსკი და მისი ძმა ანდჟეი სტანისლავ ზალუსკი. განთავსებული იყო ვარშავაში დანილოვიჩის სასახლის შენობაში. ზალუსკის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ეროვნული ბიბლიოთეკა იყო, რომელიც მოქმედებდა 1774 წლიდან 1795 წლამდე პოლონეთის დანაწილებამდე.