პოლონეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიციალურად პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska) — ცენტრალური ევროპის სახელმწიფო.[10][11] დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელარუსი და ლიეტუვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. სწორედ ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რუსეთის ოლქი კალინინგრადი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 312,679 კვადრატულ კილომეტრს,[9] მთელ მსოფლიოში პოლონეთს ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია, ხოლო ევროპაში მეცხრე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 38.5 მილიონ ადამიანს,[9] მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ პოლონეთი 37-ე ადგილს,[12] ხოლო ევრიკავშირში მეხუთე ადგილს იკავებს. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი მეტროპოლიტია ვარშავა. სხვა ძირითადი ქალაქებია: კრაკოვი, ლოძი, ვროცლავი, პოზნანი, გდანსკი და შჩეცინი.
პოლონეთის რესპუბლიკა Rzeczpospolita Polska პოლონეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Mazurek Dąbrowskiego |
||||||
პოლონეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ვარშავა 52°13′ ჩ. გ. 21°02′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პოლონური[1] | |||||
რეგიონული ენა | კაშუბური | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[2]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | პოლონელი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ანჯეი დუდა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | მატეუშ მორავეცკი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ეროვნული ასამბლეა | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | სეიმი | ||||
ფორმირება | ||||||
- | გაქრისტიანება | 14 აპრილი, 966 | ||||
- | პოლონეთის სამეფო | 18 აპრილი, 1025 | ||||
- | პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა | 1 ივლისი, 1569 | ||||
- | პოლონეთის დანაწილება | 24 ოქტომბერი, 1795 | ||||
- | ვარშავის საჰერცოგო | 22 ივლისი, 1807 | ||||
- | პოლონეთის სამეფო | 9 ივნისი, 1815 | ||||
- | პოლონეთის აღდგენა | 11 ნოემებრი, 1918 | ||||
- | პოლონეთში შეჭრა, II მსოფლიო ომი | 1 სექტემბერი, 1939 | ||||
- | პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა | 8 აპრილი, 1945 | ||||
- | პოლონეთის რესპუბლიკა | 13 სექტემბერი, 1989 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 მაისი, 2004 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 312 696[3] კმ2 [ა](69-ე) | ||||
- | წყალი (%) | 3.07 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასება | 38,383,000 [4] (37-ე) | ||||
- | 2014 აღწერა | 38,511,824[5] | ||||
- | სიმჭიდროვე | 123 კაცი/კმ2 (83-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | 1.353 ტრილიონი[6] (22-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $35,651[6] (43-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $607 მილიარდი[6] (მე-20) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $15,988[6] (54-ე) | ||||
ჯინი (2019) | 28.5[7] დაბალი |
|||||
აგი (2018) | 0.872[8] ძალიან მაღალი · 32-ე |
|||||
ვალუტა | ზლოტი (PLN ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +48 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .pl | |||||
ა. | ^ ცენტრალური სტატისტიკური ოფისის მონაცემებით პოლონეთის ტერიტორია არის 312 679 კმ², საიდანაც 311 888 კმ² არის ხმელეთი, ხოლო 791 კმ² ზედაპირული წყლები.[9] |
პოლონეთის დაარსება იდენტიფიცირებულია ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებიდან, ეს მოვლენა მოხდა 966 წელს მიეშკო I მმართველობის პერიოდში. მიეშკოს დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება, რომელმაც 1025 წლიდან 1569 წლამდე იარსება. 1569 წელს მოხდა გაერთიანება ლიტვის დიდი სამთავროსთან, ორ ქვეყანას შორის დაიდო ლუბლინის უნია, შექიმილ ახალ სახელმწიფოს ეწოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა.
1795 წელს მოხდა დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაყოფა, ევროპის სამ სახელმწიფოს: პრუსიას, რუსეთის იმპერიასა და ავსტრიას შორის. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა. ამ სახელმწიფომ 1939 წლამდე იარსება, ამ წელს მესამე რაიხმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინა ქვეყნის ოკუპირება. მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთში ტარდებოდა გერმანელების და საბჭოელების პოლიტიკა. მსოფლიო ომს ექვსი მილიონი პოლონელი შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქ შეიქმნა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც სოციალისტური ბანაკის წევრი იყო და განიცდიდა საბჭოეთის გავლენას.
1989 წლის რევოლუციის შემდეგ, პოლონეთი გათავისუფლდა კომუნიზმისაგან. თანამედროვე პოლონეთის ტერიტორია იყოფა სავოევოდოებად (პოლ. województwo). პოლონეთი შესულია ევროკავშირში, ნატოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).