იუსტიცია (ქალღმერთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
იუსტიცია (ლათ. Iustitia, Justitia Augusta) - ძველ რომაულ მითოლოგიაში სამართლიანობის ქალღმერთი. წარმოადგენდა ალეგორიულ გასულიერებას მორალური ძალებისა იურიდიულ სისტემაში. ბერძნულ მითოლოგიაში იუსტიციას აიგივებენ ქალღმერთ თემიდასთან, თუმცა იუსტიციას თვალები ახვეული აქვს, რაც სიმბოლურად ნეიტრალურობას და მიუმხრობლობას გამოხატავს, ხოლო თემიდა ფართოდ გახელილი თვალებითაა წარმოდგენილი რათა სიმართლე და ჭეშმარიტება დაადგინოს.
იუსტიცია | |
---|---|
მითოლოგია: | რომაული მითოლოგია |
ლათინური წარწერა: | Iustitia; Justitia Augusta |
სახელი სხვა ენებზე: | თემიდა დიკე |
სხვა კულტურებში: | თემიდა დიკი |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | სამართლიანობა |
ატრიბუტები: | სასწორი და ხმალი ხელში |
გამოსახულებები |
მას ეჭირა სასწორი და ხმალი ხელებში, მაშინ როცა სამართლიანობის ქალღმერთ ექვიტასს (ლათ. Aequitas), ხელთ ეპყრა სასწორი და ე. წ. სიუხვის რქა (ლათ. cornucopiae, ინგ. horn of plenty).
იუსტიცია იმპერატორ ავგუსტუსის მიერ არის ხსენებული თავის clipeus virtutis-ში ხოლო მისი კულტი დაარსდა რომში ტიბერიუსის იმპერატორობიდან, რომელმაც მას ძეგლი დაუდგა რომში.[1] იუსტიცია გახდა სიმბოლო სამართლიანობის, რის გამოც ის ყოველ იმპერატორს სურდა თავისი რეჟიმთან ყოფილიყო ასოცირებული. იმპერატორმა ვესპასიანემ მოჭრა მონეტები იერუსალიმის ავგუსტას ტახტზე მჯდომი ქალღმერთის გამოსახულებით და მის შემდეგ ბევრმა იმპერატორმა გამოიყენა ქალღმერთის გამოსახულება და თავი სამართლიანობის დამცველად გამოაცხადა.[2]