თემიდა
From Wikipedia, the free encyclopedia
თემიდა (ძვ. ბერძნ. Θέμις, Θέμιδος, ლათ. Themis) — მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსისა და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემისი წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა.[4]
თემიდა | |
---|---|
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | იუსტიცია (ქალღმერთი) |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | მართლმსაჯულება და მართლმსაჯულება |
მამა: | ურანოსი |
დედა: | გეა |
და-ძმა: | რეა[1] , Iapetos, კრონოსი, ჰიპერიონი, თეია, ოკეანოსი და ტეთისი (მითოლოგია) |
მეუღლე: | ზევსი |
შვილები: | Horae, Epimetheus, პრომეთე, ჰესპერიდები, Menoetius, ადრასტეია, Eirene, დიკე, Eunomia, Astraea, Clotho[2] [3] , Lachesis[2] [3] , Atropos[2] [3] , Themides, Dysis, Auxo, Thallo, Arctus, Carpo და Acme |
გამოსახულებები |
რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, რომელსაც მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად XVI საუკუნიდან (და არა ძველ რომში[5]) თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ.[6]
თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.[4]