იუ გვან სუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
იუ გვან სუნი (კორ. 유관순, დ. 16 დეკემბერი, 1902 - გ. 28 სექტემბერი, 1920[2]) — კორეის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, სამხრეთ ჩუნჩგონგის პროვინციაში კორეაში იაპონური მმართველობის წინააღმდეგ მიმართული პირველი მარტის მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სიმბოლო.
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის იუ, ხოლო სახელი — გვან სუნი. |
იუ გვან სუნი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 დეკემბერი, 1902(1902-12-16)[1] |
დაბადების ადგილი | Cheonan, კორეის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 28 სექტემბერი, 1920(1920-09-28) (17 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Seodaemun Prison, სეული, კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ |
მოქალაქეობა | კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ |
განათლება | Ewha Womans University |
cheonan.go.kr/yugwansun.do | |
კორეის დამოუკიდებლობისა და იაპონური კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის იაპონურმა კოლონიალურმა ადმინისტრაციამ იუ გვან სუნი დააპატიმრა. ციხეში ის აგრძელებდა კორეის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და კორეის დამოუკიდებლობის ლოზუნგს - „დიდება კორეას! გაუმარჯობს“ (კორ. 대한 독립! 만세) სკანდირებდა. გარდაიცვალა ციხეში, 18 წლის ასაკში, სასტიკი წამების შედეგად. თანამედროვე კორეაში იგი ცნობილია, როგორც „კორეელი ჟანა დ'არკი“.[3] იუ გვან სუნი გახდა კორეის დამოუკიდებლობისა და იაპონიისგან განთავისუფლების მთავარი სიმბოლო.[4] კორეის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მის მშობლიურ პროვინციაში იუ გვან სუნის ხსოვნის პატივსაცემად აშენდა მცირე სალოცავი. [5][6]