კვესეთი
სოფელი საქართველოში, თბილისის ვაკის რაიონში / From Wikipedia, the free encyclopedia
კვესეთი — სოფელი თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1160 მ, გარდაბნიდან 60 კმ, თბილისის ცენტრიდან 30 კმ. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს. კვესეთიდან 2 კმ-ზე დგას ბეთანიის ხუროთმოძღვრული ძეგლი (XII-XIII სს).
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
კვესეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისითბილისი |
რაიონი | ვაკე |
კოორდინატები | 41°40′40″ ჩ. გ. 44°36′37″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
მოსახლეობა | 8 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 87,5 % რუსები 12,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კოჯრის თემს, 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა ვაკის რაიონის შემადგენლობაში. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 12 ადამიანი.[1][2] 2014 წლის აღწერით კი 8 ადამიანი.[3]