კნუტ ჰამსუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
კნუტ ჰამსუნი (ნორვ. Knut Hamsun; ნამდვილი გვარი პედერსენი; დ. 4 აგვისტო, 1859, ქალაქი ლომი ― გ. 19 თებერვალი, 1952, ნორჰოლმი) — ნორვეგიელი მწერალი, 1920 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. 70 წელზე ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე ავტორი ცნობიერების, საგნის, პერსექტივისა და გარემოს ცვალებადობას იკვლევდა. მისი შემოქმედება ოცზე მეტ რომანს, ერთ პოეტურ კრებულს, მოთხრობებს, პიესებს, სამოგზაურო ჩანაწერებს, ესეებს და სხვა არამხატვრულ ტექსტებს მოიცავს.
კნუტ ჰამსუნი | |
---|---|
ნორვ. Knut Hamsun | |
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1859(1859-08-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | Vågå[14] ან Lom Municipality[14] [15] |
გარდაცვალების თარიღი | 19 თებერვალი, 1952(1952-02-19)[15] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Grimstad |
დასაფლავებულია | Nørholm[16] |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, კრიტიკოსი და მწერალი[12] |
მოქალაქეობა | ნორვეგია[17] |
Magnum opus | შიმშილი და მიწის მადლი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[18] [19] და Goethe Medal for Art and Science |
მეუღლე | Marie Hamsun და Bergljot Bech |
შვილ(ებ)ი | Arild Hamsun, Ellinor Hamsun, Tore Hamsun და Victoria Hamsun Charlesson |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | hamsunsenteret.no/en/ |
ჰამსუნმა პირველმა გამოიყენა შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკები, რითაც ფსიქოლოგიური ლიტერატურის პიონერად ითვლება. მან გავლება მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან თომას მანი, ფრანც კაფკა, მაქსიმ გორკი, შტეფან ცვაიგი, ჰენრი მილერი, ჰერმან ჰესე და ერნესტ ჰემინგუეი.[20] ისააკ ბაშევის ზინგერი მასზე ამბობდა: „თავისი შემოქმედების ყველა ასპექტით [ჰამსუნი] თანამედროვე ლიტერატურის მამაა — იქნება ეს სუბიექტურობა, ფრაგმენტულობა, მოგონებების გამოყენების ტექნიკა თუ მისი ლირიციზმი. XX საუკუნის მთელი მოდერნისტული პროზა ჰამსუნისგან მომდინარეობს.“[21]
ახალგაზრდა ჰამსუნი უარყოფდა რეალისტურ და ნატურალისტურ ტენდენციებს. მისი აზრით, მოდერნისტული ლიტერატურის მთავარი მიზანი ადამიანს გონების სიღრმეებისა და სირთულეების კვლევა უნდა ყოფილიყო; და მწერალს „სისხლის ჩურჩული და ძვლების ვედრება“ უნდა აღეწერა.[21] თავისი რომანებით, როგორებიცაა „შიმშილი“ (1890), „მისტერიები“ (1892), „პანი“ (1894) და „ვიქტორია“ (1898), ჰამსუნი „XX საუკუნის მიწურულის ნეორომანტიკული რევოლუციის ლიდერად“ ითვლება.[22] ნორვეგიული ახალი რეალიზმის გავლენა იგრძნობა მწერლის შემდგომ ნამუშევრებში, რომლებშიც იგი სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს და ადგილობრივ დიალექტურ ფორმებს, ირონიასა და იუმორს იყენებს.[23]
ჰამსუნი ღიად უჭერდა მხარს ადოლფ ჰიტლერსა და ნაცისტურ იდეოლოგიას.[24][25] გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის მხარდაჭერისთვის მას ბრალი წაუყენეს სამშობლოს ღალატში, თუმცა არ გაასამართლეს ფსიქოლოგიური და ასაკთან დაკავშირებული პრობლემებს გამო.[26][27]