კომედია დელ არტე
From Wikipedia, the free encyclopedia
კომედია დელ არტე, ნიღბების კომედია (იტალ. commedia dell'arte) — იმპროვიზაციაზე დამყარებული თეატრი, რომელშიც პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ.
ამ ტიპის თეატრი პირველად იტალიაში, 1545 წელს გაჩნდა. მსახიობები ნიღბებს ატარებდნენ და წინასწარ განსაზღვრული სცენარის ჩარჩოში ტექსტების იმპროვიზაციას ახდენდნენ. კომიკურს ეფექტს ძირითადად ჟესტიკულაცია ქმნიდა. ზოგიერთი პერსონაჟის არსებობა აუცილებელი იყო.
- მასხარები: არლეკინი (მხიარული და კეთილი პერსონაჟი), სკარამუში (არლეკინის საპირისპირო ), ბრიგელა (მიკიტანი).
- მოხუცები: პანტალონე (ახალგაზრდა გოგოზე შეყვარებული ბებერი), ექიმი...
- ჯარისკაცები (ტრაბახა და ზოგჯერ მშიშარა): კაპიტანი, მატამორი, სპავენტო....
- შეყვარებულები (გულუბრყვილო, მაგრამ მოხერხებული პერსონაჟები): იზაბელა, კოლომბინა...
კომედია დელ არტეს ზოგიერთი პერსონაჟი იმდენად ცნობილი და პოპულარული გახდა რომ სხვა ტიპის თეატრებშიც გადავიდა. პოლიშინელი ინგლისურ პანჩს დაედო საფუძვლად, კაპიტანი იაპონური ტენგუს სახით შემორჩა, პედროლინოსგან ფრანგული პიერო წარმოიშვა.