კრისტინა (შვედეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დედოფალი კრისტინა (შვედ. Drottning Kristina; დ. 18 დეკემბერი, 1626, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 19 აპრილი, 1689, რომი, იტალია) — ვაზას დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფისა და დედოფალ მარია ელეონორა ბრანდენბურგელის ერთადერთი ქალიშვილი. შვედეთის დედოფალი 1632-1654 წლებში.
კრისტინა | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 20 ოქტომბერი, 1650 |
მმართ. დასაწყისი: | 6 ნოემბერი, 1632 |
მმართ. დასასრული: | 6 ივნისი, 1654 |
წინამორბედი: | გუსტავ II |
მემკვიდრე: | კარლ X |
სხვა წოდებები: | ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგინია |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 დეკემბერი, 1626 |
დაბ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 19 აპრილი, 1689, (62 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ვატიკანი |
სრული სახელი: | კრისტინა ავგუსტა ალექსანდრა |
დინასტია: | ვაზა |
მამა: | გუსტავ II, შვედეთის მეფე |
დედა: | მარია ელეონორა ბრანდენბურგელი |
რელიგია: |
ლუთერანიზმი (1626-1652) კათოლიციზმი (1652-1689) |
ტახტი მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისი ლიუცენის ბრძოლაში მოკლეს. ამ დროს იგი მხოლოდ ექვსი წლის იყო, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი კი 18 წლის ასაკში გახდა. იგი XVII საუკუნის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქალადაა მიჩნეული. მას ჰქონდა წიგნების, მანუსკრიპტების ნახატებისა და სკულპტურების კოლექცია. გარდა ამისა, დაინტერესებული იყო რელიგიით, ფილოსოფიით, მათემატიკითა და ალქიმიით. იგი ამ დარგებს განსაკუთრებულად მფარველობდა, რის გამოც მის პერიოდში სტოკჰოლმს „ჩრდილოეთის ათენი“ უწოდეს. 1652 წელს იგი კათოლიკედ მოინათლა, რის გამოც ორ წელიწადში იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო.
კრისტინას ექსტრავაგანტულმა ფინანსურმა მდგომარეობამ ქვეყანა გაკოტრების პირას მიიყვანა. მისი გადადგომის შემდგომი სამი წელი შვედეთში კვლავ არეულობა მღელვარებდა. 28 წლის ასაკში „ჩრდილოეთის მინევრამ“ სამეფო ტახტი თავის მამიდაშვილს, კარლ X-ს გადაულოცა, რის გამოც შვედეთში იგი თავისი დინასტიის უკანასკნელი მონარქი გახდა. გადადგომის შემდეგ იგი რომში გადასახლდა. რომის პაპმა მას უწოდა „დედოფალი რეალობის გარეშე, ქრისტიანი რწმენის გარეშე და ქალი სირცხვილის გარეშე“.
კრისტინას რომში ცხოვრების პერიოდში ხუთი პაპი შეიცვალა და თავისი ერთგულების გამო კათოლიციზმისადმი, იგი კონტრ-რეფორმაციის სიმბოლოდ იქცა. ცნობილია, რომ მას უყვარდა მამაკაცივით ჩაცმა და ასევე მოქცევა, რის გამოც მან ფართო ასახვა ჰპოვა იტალიურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში.