კუმისი
სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
კუმისი — სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში (კუმისის თემი), კუმისის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, თბილის-მარნეულის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 500 მ, გარდაბნიდან 48 კმ, კუმისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1900 კაცი.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
კუმისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
თემი | კუმისი |
კოორდინატები | 41°36′46″ ჩ. გ. 44°47′04″ ა. გ. |
ფართობი | 2.48 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 500 მ |
მოსახლეობა | 1831[1] კაცი (2019) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,7 % სომხები 0,8 % რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
წყაროებში პირველად იხსენიება XV საუკუნეში. 1462 წელს კუმისთან ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა თურქმანთა ჯარი. კუმისშია შუა საუკუნეების სამების ეკლესია და ორბელიანების საგვარეულო საძვალე.