ლუანგვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუანგვა (ინგლ. Luangwa River) — მდინარე აფრიკაში, ზამბეზის მარცხენა შენაკადი.
სწრაფი ფაქტები ლუანგვა ინგლ. Luangwa River, ქვეყანა ...
ლუანგვა ინგლ. Luangwa River | |
---|---|
ქვეყანა | ზამბია მოზამბიკი |
სათავე | 9°40′52″ ს. გ. 33°06′40″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მაფინგა ჰილზის მაღლობი ნიასას ტბის ჩრდილოეთ დაბოლოებასთან ახლოს |
შესართავი |
უერთდება მდინარე ზამბეზის ქალაქ ლუანგვასთან 15°37′12″ ს. გ. 30°25′16″ ა. გ. |
სიგრძე | 770 კმ |
აუზის ფართობი | 145 700 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ლუანგვა ვიკისაწყობში |
დახურვა
სიგრძე დაახლოებით 770 კმ, აუზის ფართობი 145 700 კმ². სათავეს იღებს ნიასას ტბის ჩრდილოეთი დაბოლოების დასავლეთიდან, უერთდება მდინარე ზამბეზის ქალაქ ლუანგვასთან. მიედინება ზამბიის ტერიტორიაზე, მდინარის ქვემო დინება სახელმწიფო საზღვარია ზამბიასა და მოზამბიკს შორის. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი მდინარეა სამხრეთ აფრიკაში და მდინარე ზამბეზის ერთ-ერთი მთავარი შენაკადია.
მდინარე ძირითადად წვიმის წყლით იკვებება. წვიმების სეზონში (დეკემბრიდან მაისის ჩათვლით) ხდება ადიდება, მშრალ სეზონში ძალიან შრება.