მაიამი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიამი (ინგლ. Miami) — ქალაქი აშშ-ში, ფლორიდის შტატში. მდებარეობს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. 2013 წლის მონაცემებით მოსახლეობა 417,650 კაცი. ფორბსი მაიამი მოწინავე ქალაქია ფინანსების, კომერციის, კულტურის, მედიის, ხელოვნებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სექტორებში. მაიამის პორტი ცნობილია როგორც „მსოფლიოს კრუიზული დედაქალაქი“.[1] მაიამის პორტს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კრუიზული ხაზი და მგზავრები.[2] 2010 წელს მაიამი შეფასდა როგორც მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი აშშ-ში და 33-ე მსოფლიოში. 2008 წელს მაიამი ფორბსის მიერ შეფასდა როგორც „ამერიკის უსუფთავესი ქალაქი“. 2009 წელს ცნობილმა შვეიცარიულმა ბანკმა იუ-ბი-ესმა შეისწავლა მსოფლიოს 73 უმდიდრესი ქალაქი და მაიამი შეაფასა როგორც ყველაზე მდიდარი ქალაქი აშშ-ში, ხოლო მეთხუთმეტე უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში.[3]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაიამი Miami | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | ფლორიდაფლორიდა | ||||
ოლქი | მაიამი-დეიდი | ||||
კოორდინატები | 25°47′16″ ჩ. გ. 80°13′27″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | მენი დიასი | ||||
დაარსდა | 1825 | ||||
პირველი ხსენება | 1825 | ||||
ფართობი | 143,15 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 მ | ||||
მოსახლეობა | 409 719 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 29 740 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 5 413 212 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 305, 786 | ||||
საფოსტო ინდექსი | 33152 | ||||
ოფიციალური საიტი | ci.miami.fl.us | ||||