ოლქი (აშშ)
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლქი (ინგლ. county, parish (ლუიზიანა), borough (ალასკა)[1]) — აშშ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შტატზე უფრო მცირე და ქალაქზე უფრო დიდი, ქალაქ ნიუ-იორკის შემადგენლობაში მყოფი ხუთი ოლქის (ბორო) გამოკლებით.
2017 წლის აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს მონაცემებით ქვეყანაში მთლიანობაში არსებობს 3142 ოლქი.[2] ყველაზე უფრო ნაკლები რაოდენობის ოლქი მდებარეობს დელავერის შტატში (3), ყველაზე უფრო ბევრი — ტეხასის შტატში (254). სხვადასხვა შტატში ოლქების ადმინისტრაციის უფლებამოსილება და ურთიერთობა მათ ტერიტორიებზე მდებარე დასახლებული პუნქტების მუნიციპალურ ხელისუფლებასთან საკმაოდ განსხვავდება.