მარაქეში
From Wikipedia, the free encyclopedia
მარაქეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش), აგრეთვე ცნობილი როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაქეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაქეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და მაროკოს მეოთხე უმსხვილეს ქალაქს წარმოადგენს კასაბლანკას, ფესისა და ტანჟერის შემდეგ.[1] მარაქეში ტანჟერიდან სამხრეთ-დასავლეთით 580კმ-ით, რაბატიდან სამხრეთ-დასავლეთით 327კმ-ით, კასაბლანკადან სამხრეთით 239კმ-ით და აგადირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 246კმ-ითაა დაშორებული.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მარაქეში مراكش | |||
| |||
ქვეყანა | მაროკო | ||
კოორდინატები | 31°38′00″ ჩ. გ. 08°00′00″ დ. გ. | ||
მაიორი | ფატიმა ზაჰრა მანსური | ||
დაარსდა | 1065 | ||
ფართობი | 230 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 468 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1 070 000 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | Western European Time და UTC±00:00 | ||
საფოსტო ინდექსი | 40000 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.ville-marrakech.ma | ||
მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან (გარდა მარაქეშისა- ფესი, მექნესი, რაბატი).[2] ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაქეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს.[3] ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკასთან.
მარაქეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში — ჯემაა-ელ-ფნა. მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.