ნაპოლი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი ნაპოლი (იტალ. Società Sportiva Calcio Napoli) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ნეაპოლიდან. ჩამოყალიბდა 1926 წლის 25 აგვისტოს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. იტალიის სამგზის ჩემპიონი, იტალიის თასის ექვსგზის, იტალიის სუპერთასის ორგზის და უეფა-ს თასის მფლობელი.[1][2] 2016 წლის იანვარში უეფა-მ „ნაპოლი“ დაასახელა ევროპის მე-7 და იტალიის მე-2 საუკეთესო კლუბად. კლუბის საშინაო სტადიონია „დიეგო არმანდო მარადონა“.
სრული სახელი | Società Sportiva Calcio Napoli S.p.A | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
აძური (Azzurri), პართენოპეელები (Partenopei) | |||
დაარსდა | 25 აგვისტო, 1926; 97 წლის წინ (1926-08-25) | |||
სტადიონი |
დიეგო არმანდო მარადონა ნეაპოლი, იტალია (ტევადობა: 54 726) | |||
პრეზიდენტი | აურელიო დე ლაურენტისი | |||
მწვრთნელი | ფრანჩესკო კალცონა | |||
კაპიტანი | ჯოვანი დი ლორენცო | |||
ლიგა | სერია A | |||
2022–23 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დაარსების დღიდან კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც „Associazione Calcio Napoli“, 1964 წელს გადაერქვა სახელი და ეწოდა „Società Sportiva Calcio Napoli“. ამ სახელს ატარებდა კლუბის გაკოტრებამდე — 2004 წლამდე. ახალმა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა აღადგინა კლუბი და უწოდა „Napoli Soccer“, ხოლო 2006 წელს მან კლუბს ძველი სახელი — Società Sportiva Calcio Napoli დაუბრუნა.
2017–18 სეზონზე, სერია A-ში, „ნაპოლიმ“ 90 ქულით შეძლო მეორე ადგილის დაკავება.