პარკ ჩან ვუკი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარკ ჩან ვუკი (კორ. 박찬욱; დ. 23 აგვისტო, 1963) — სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და ყოფილი კინოკრიტიკოსი. იგი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული კინორეჟისორია. მისი ყველაზე გახმაურებული ფილმებია: „გაერთიანებული უსაფრთხოების ზონა“ (2000), „წყურვილი“ (2009), „მოსამსახურე“ (2016), „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“ (2002), „ოლდბოი“ (2003) და „ქალბატონი შურისძიება“ (2005).
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის პარკ , ხოლო სახელი — ჩან ვუკი. |
სწრაფი ფაქტები პარკ ჩან ვუკი, დაბადების თარიღი ...
პარკ ჩან ვუკი | |
---|---|
პარკ ჩან-ვუკი 2013 წელს | |
დაბადების თარიღი |
23 აგვისტო, 1963 (1963-08-23) (60 წლის) სეული, სამხრეთი კორეა |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1992-დღემდე |
დახურვა
რეჟისორი ასევე ცნობილია თავისი ინგლისურენოვანი ნამუშევრებით, ესენია: „სტოკერი“ (2013) და „პატარა მედოლე გოგონა“ (2018). ეს უკანასკნელი სატელევიზიო მინისერიალია, რომელიც ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.