პოლ რომერი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ მაიკლ რომერი (ინგლ. Paul Michael Romer; დ. 6 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტიკის მეწარმე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. [1] ცნობილია როგორც მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი. 2018 წელს „ეკონომიკურ ზრდაში ინოვაციებისა და კლიმატის ინტეგრაციისათვის“, უილიამ ნორდჰაუსთან ერთად გადაეცა ნობელის პრემია ეკონომიკაში. [2] გამოიგონა ტერმინი „მათემატიზმი“, რომელსაც იგი აღწერს, როგორც მათემატიკის არასწორ გამოყენებას ეკონომიკურ კვლევებში.
პოლ რომერი | |
---|---|
პოლ რომერი 2005 წელს | |
დაბადების სახელი | პოლ მაიკლ რომერი |
დაბადების თარიღი |
6 ნოემბერი, 1955 (1955-11-06) (68 წლის) დენვერი, კოლორადო, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება |
ჩიკაგოს უნივერსიტეტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი დედოფლის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
ეკონომისტი პროფესორი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ეკონომიკაში (2018) |
საიტი | https://paulromer.net/ |
ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლებამდე, ასწავლიდა ჩიკაგოს, კალიფორნიის, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო სკოლასა [3] და როჩესტერის უნივერსიტეტში. რომერი იყო მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი 2018 წლამდე. [4] რომერმა დატოვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის თანამდებობა, როდესაც შეუერთდა მსოფლიო ბანკს, თუმცა დაუბრუნდა აკადემიურ საქმიანობას გადადგომის შემდეგ. გარდა ამისა, იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს, სტენფორდის საერთაშორისო განვითარების ცენტრის, ჰუვერის ინსტიტუტის და ასევე ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის და გლობალური განვითარების ცენტრის თანამშრომელი. [5]