ნობელის პრემია ეკონომიკაში
From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთის ცენტრალური ბანკის ჯილდო ეკონომიკურ მეცნიერებებში ალფრედ ნობელის ხსოვნისათვის[1][2][3] (შვედ. Sveriges riksbanks pris i ekonomisk vetenskap till Alfred Nobels minne) — ეკონომიკური პრიზი რომელიც ადმინისტირებულია ნობელის ფონდის მიერ და ზოგადად ეხება ნობელის ყველა ეკონომიკურ ჯილდოს. პრემია ჩამოყალიბდა 1968 წელს შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ გაკეტებული დონაციით ნობელის ფონდისათვის, ბანკის 300 წლისთავის ასაღნიშნავად.[4][5][6][7] რადგანაც შვედეთის ცენტრალური ბანკის ჯილდო ეკონომიკურ მეცნიერებებში ალფრედ ნობელის ხსოვნისათვის არ ჩამოყალიბებულა ალფრედ ნობელის მიერ და არც მისი სურვილების მიხედვით, ის არ არის ნობელის პრემია,[8] თუმცა, რადგანაც ის ნობელის პრემიებთან ერთად ადმინისტრირებულია ნობელის ფონდის მიერ, ის ხშირად მოიხსენეიება როგორც ნობელის პრემია.[9] პრემიის ლაურეატები ანონსდებიან ნობელის პრემიების ლაურეატებთან ერთად და ჯილდოებს იმავე ცერემონიაზე იღებენ, სადაც სხვა ნობელის პრემიების ლაურეატები.[4]
ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკაში | |
ჯილდო | გამორჩეული დამსახურებისათვის ეკონომიკასა ან სოციალურ მეცნიერებში |
წარადგენს | შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემია |
ადგილმდებარეობა | შვედეთი, სტოკჰოლმი |
ნობელის მემორიალური პრემიის ლაურეატები ირჩევიან შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის მიერ.[10][11] ის პირველად გაიცა 1969 წელს იან ტინბერგენისა და რაგნარ ფრიშისათის, ნიდერლანდელი და ნორვეგიელი ეკონომისტებისათვის, „ეკონომიკური პროცესების დინამიური ანალიზების შექმნასა და გამოყენებისათვის“.[7][12][13]