პორტუგალია
From Wikipedia, the free encyclopedia
პორტუგალია (პორტ. República Portuguesa) —სახელმწიფო ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. მის შემადგენლობაში ასევე შედის ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა, რომლებიც წარმოადგენენ ავტონომიურ რეგიონებს და გააჩნიათ ადგილობრივი მმართველობის სისტემა. ოფიციალურ და სახელმწიფო ენას წარმოადგენს პორტუგალიური.
პორტუგალიის რესპუბლიკა República Portuguesa პორტუგალია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: A Portuguesa |
||||||
პორტუგალიის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ლისაბონი 38°46′ ჩ. გ. 9°09′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | მირანდული [ა] | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2018 [1]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | პორტუგალიელი | |||||
მთავრობა | უნიტარული შერეული კონსტიტუციური რესპუბლიკა[2][3][4][5] |
|||||
- | პრეზიდენტი | მარსელუ რებელუ დი სოზა | ||||
- | ასამბლეის პრეზიდენტი | ედუარდუ ფერუ როდრიგეზი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ანტონიუ კოშტა | ||||
საკანონმდებლო ორგანო | რესპუბლიკის ასამბლეა | |||||
ფორმირება | ||||||
- | დაარსება | 868 | ||||
- | ხელმეორედ დაარსება | 1095 | ||||
- | დამოუკიდებლობა | 24 ივნისი, 1128 | ||||
- | სამეფო | 25 ივლისი, 1139 | ||||
- | აღიარება | 5 ოქტომბერი, 1143 | ||||
- | პაპის აღიარება | 23 მაისი, 1179 | ||||
- | აღდგენა | 1 დეკემბერი, 1640 | ||||
- | რესპუბლიკა | 5 ოქტომბერი, 1910 | ||||
- | რედემოკრატიზაცია | 25 აპრილი, 1974 | ||||
- | ამჟამინდელი კონსტიტუცია [ბ] | 25 აპრილი, 1976 | ||||
- | ევროპულ თანამეგობრობაში შესვლა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1986 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 92 212[6] კმ2 (109-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასება | 10,295,909[7] (90-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 10,562,178[8] | ||||
- | სიმჭიდროვე | 114.5 [9] კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $358.070 მილიარდი[10] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $34,935 | ||||
მშპ (ნომინალი) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $243.229 მილიარდი | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $23,731 | ||||
ჯინი (2018) | 31.9[11] საშუალო |
|||||
აგი (2018) | 0.850[12] ძალიან მაღალი · 40 |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [გ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 (UTC+0) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+01:00 (UTC+1) | ||||
აზორის კუნძულები სხვა სასაათო სარტყელში მდებარეობს. | ||||||
თარიღის ფორმატი |
|
|||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +351 | |||||
ISO 3166 კოდი | PT | |||||
ინტერნეტ-დომენი | .pt | |||||
ა. | ^ მირანდულზე, ლაპარაკობენ მირანდა-დუ-დორუს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, 1999 წელს მიიღო ოფიციალური აღიარება (Lei n.° 7/99 de 29 de Janeiro) და ოფიციალური გამოყენების უფლება.[13] აგრეთვე აღიარებულია პორტუგალიური ჟესტების ენაც. |
|||||
ბ. | ^ 2005 წელს კონსტიტუციამ მცირე ცვლილება განიცადა. | |||||
გ. | ^ 1999 წლამდე, ესკუდო. |
პორტუგალია იბერიის ნახევარკუნძულის უძველესი ეროვნული სახელმწიფო და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოთაგანია, რომლის ტერიტორია პრეისტორიული დროიდან მოყოლებული მუდმივად იყო დასახლებული, ხდებოდა მისი დაპყრობა და შენარჩუნებისთვის ბრძოლა. დღევანდელი პორტუგალიის ტერიტორიაზე დასახლდნენ კელტები, რასაც მოჰყვა ტერიტორიის დაპყრობა ქრონოლოგიურად ფინიკიელ-კართაგენელების, ძველი ბერძნების და რომაელების მიერ. შემდგომ პერიოდში მოხდა სვებების და ვესთგუთების შემოსევები და მათ მიერ ტერიტორიის დაპყრობა. იბერიის ნახევარკუნძულისთვის ბრძოლაში მუსლიმთა გამარჯვების შემდეგ, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ალ-ანდალუსიის შემადგენლობაში შედიოდა.
პორტუგალიის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება მოხდა ადრეული ქრისტიანული რეკონკისტის დროს. 868 წელს წარმოქმნილმა პორტუგალიის საგრაფომ ცნობადობა აიმაღლა სან მამედის ბრძოლის შემდეგ (1128). ოურიკეს ბრძოლის შემდეგ ჩამოყალიბდა პორტუგალიის სამეფო, ხოლო ლეონის სამეფოსგან დამოუკიდებლობა გამოცხადდა ზამორას ხელშეკრულების შედეგად (1143).[14]
XV და XVI საუკუნეებში, პორტუგალიამ დააფუძნა პირველი გლობალური საზღვაოსნო და სავაჭრო იმპერია, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ძალას.[15][16][17] ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც დღეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქად ვიცნობთ, პორტუგალიელმა მეზღვაურებმა დაიწყეს და ამით გზა გაუკაფეს საზღვაოსნო ექსპედიციებს, განსაკუთრებით პრინცი ენრიკე ნავიგატორისა და მეფე ჟუან II-ის სამეფო მფარველობის ქვეშ, ისეთი მნიშვნელოვანი მოგზაურობით, როგორიცაა ბართოლომეუ დიაშის ექსპედიცია კეთილი იმედის კონცხის გავლით (1488), ვასკო და გამას მიერ ინდოეთამდე საზღვაო მარშრუტის აღმოჩენა (1497–98) და ევროპული აღმოჩენა ტერიტორიისა, რომელზეც შემდეგ დაარსდა ბრაზილია (1500). ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიამ მოახდინა სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზება, ხოლო 1494 წლის 7 ივნისს დადებული ტორდესილასის ხელშეკრულების მიხედვით ახლად აღმოჩენილი ტერიტორიები ესპანეთსა და პორტუგალიას შორის გაიყო გამყოფი ხაზით - დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანით. შესაბამისად, თავისი სამხედრო კამპანიებით იმპერიამ გაფართოება პოვა აზიაში. ისეთმა შემთხვევებმა, როგორიცაა 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრა, ქვეყნის ოკუპაცია ნაპოლეონის ომების დროს და ბრაზილიის დამოუკიდებლობა (1822), დიდწილად გააუფერულა ქვეყნის წინანდელი სიდიადე.[18]
1910 წლის რევოლუციის შედეგად მონარქიის დამხობის შემდეგ, დაფუძნდა დემოკრატიული, მაგრამ არასტაბილური პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა, რომელიც შემდგომ შეიცვალა ესტადო-ნოვო-ს (პორტუგალიის მეორე რესპუბლიკა) ავტორიტარული რეჟიმით. დემოკრატია აღდგა მიხაკების რევოლუციის შემდეგ (1974), რამაც დაასრულა პორტუგალიის კოლონიური ომი. ცოტა ხნის შემდეგ, ოკეანის და ზღვების გადაღმა მდებარე ყველა მის კოლონიას დამოუკიდებლობა მიენიჭა. მაკაოს ჩინეთზე გადაცემამ (1999) დაასრულა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კოლონიური იმპერიის არსებობა.
პორტუგალიამ მთელს მსოფლიოში ღრმა კულტურული, არქიტექტურული და ლინგვისტური გავლენა მოახდინა - დაახლოებით 250 მილიონი პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე (ლუზოფონები) და პორტუგალიური ენის საფუძველზე მიღებული საკონტაქტო ენები. ის განვითარებული ქვეყანაა ძლიერი ეკონომიკით და მაღალი ცხოვრების დონით.[19][20][21] დამატებით, ის მაღალ პოზიციებზე დგას მორალური თავისუფლების (მე-2), მშვიდობიანობის (მე-3), დემოკრატიის (მე-7),[22] პრესის თავისუფლების (მე-10), სტაბილურობის (მე-15), სოციალური პროგრესის (მე-18), და კეთილდღეობის (26-ე) რეიტინგში. გაეროს და ევროკავშირის წევრი, პორტუგალია იყო ნატოს, ევროზონის, ეთგო-ს და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.