პფენიგი
From Wikipedia, the free encyclopedia
პფენიგი (გერმ. Pfennig) — გერმანული ფულის ერთეული. წერილობით წყაროებში სიტყვა „პფენიგი“ გვხვდება IX-X ასწლეულებში. თვითონ ტერმინი განიხილება, როგორც თავდაპირველი გერმანულენოვანი აღნიშვნა დრაჰკანია. კაროლინგების იმპერიის დაცემის შემდეგ მათი ტერიტორიის რამდენიმე სამეფოზე აგრძელებდნენ დრაჰკანის მოჭრას. თანხის თანაფარდობა კარლოს დიდის დროს, 1 ფუნტი = 20 შილინგი = 240 დრაჰკანი კიდევ ბევრი ასწლეული ინახებოდა მისი სიკვდილის შემდეგ. შილინგი და ფუნტი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა წონიან ერთეულად, რადგან ამ მონეტების რეალურ მონიმალს არ უშვებდნენ. ბრუნვაში იყვნენ მხოლოდ პფენიგები და მათი წარმოებულები. ეს პერიოდი გერმანულენოვან ნუმიზმატიკის ლიტერატურაში აღინიშნება როგორც „პფენიგის დრო“, რადგან გროშის გამოჩენამდე XIII საუკუნის ასწლეულში ის რცებოდა ერთადერთი მონეტა ბრუნვაში.
ფართო ბრუნვაში ახალი ფულის ერთეულების გამოჩენით პფენიგი გახდა 1/12 გროშის ტოლი. XV საუკუნის ასწლეულისათვის პფენიგი საბოლოოდ ხდება მცირე მონეტა. დიდი ვერცხლის მონეტების გამოჩენის შემდეგ გერმანულ სახელმწიფოებში განვითარდა ფულის სისტემა, რომელშიც შედიოდა სამი ტიპის მონეტა — ტალერი, გროში და პფენიგი. პფენიგი, ყველაზე მცირე ფულის ერთეულის წარმომადგენელი გახდა.
გერმანული სახელმწიფოების ერთიან იმპერიაში გაერთიანების შემდეგ 1871 წელს ცენტრალური ხელისფულების წინ დადგა პრობლემა ფულის სისტემის უნიფიკაციის შესახებ. 1871 წლის და 1873 წლის კანონების მიხედვით შემოიღეს ახალი ვალუტა, რომელმაც შემდგომ მიიღო სახელწოდება „ოქროს მარკა“. პფენიგი ხდებოდა გაცვლითი ერთეული, რომელის 1/100 მარკის ტოლი იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანული იმპერია მთელ რიგ პრობლემებს შეხვდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ომის საწარმოო უზარმაზარი ფინანსური დაბრკოლებები. ეს ხელს უწყობდა ნაღდი ფულის მწარე უკმარისობას ბრუნვაში, ანუ მოხდა ეკონომიკის დემონეტიზაცია. ვერცხლი და ოქრო მალევე გაქრა ბრუნვიდან. მოსახლეობამ დაიწყო სპილენძის, როგორც ფხვიერი ისე მონეტის სახით შეგროვება. ამ პირობებში რამდენიმე ქალაქს უფლება ჰქონდა გამოეშვათ საკუთარი საგანგებო ფული (გერმ. Notgeld). ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცუდი კონტროლის შედეგად, ნოტგელდების გამოშვების პროცესი მივიდა იქამდე, რომ ბანკნოტებისა და მონეტების ტიპები ათასეულებს მიაღწია. ნოტგელდების სახით უშვებდნენ როგორც მარკებს ასევე პფენიგებსაც.
ფულის მიმოქცევის ნორმალიზაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ბრუნვაში 1923-1924 წლეიბში შეიტანეს რეტნული მარკა და რაიხსმარკა. მესამე რეიხის დროს გამოჩნდა ე.წ საბანაკო პფენიგები — მოენეტები და ბანკნოტები, რომლებიც გავრცელდა1933-1945 წლებში მესამე რეიხის გეტოში, შრომითსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად გერმანია დაყოფილი იყო ორ ნაწილად — გდრ და გფრ. ორივე ქვეყანაში პფენიგს ჭრიდნენ როგორც 1/100 მარკას. გაერთიანების შემდეგ გდრ-ს პფენიგის დემონეტიზირება მოახდინეს. პფენიგი რჩებოდა კანონიერ საგადამხდელო საშუალებად იქამდე სანამ 2002 წელს ევრო არ შემოვიდოდა ქვეყანაში. მას შემდეგ რაც გამოჩნდა ახალი ევროპული ვალუტა, ბუნდეს ბანკმა არ გავლო არანაირი დროებითი და რაოდენობრივი ზღვარი მარკებისა და პფენიგების გაცვლისას ევროზე.