რომაული გზები
From Wikipedia, the free encyclopedia
რომაული გზები (ლათ. viae — გზები; მხ. რ via) — გზის ქსელი, შექმნილი რომაელების მიერ ჯარის, სავაჭრო ქარავანისა და კურიერის სწრაფი გადაადგილებისთვის.
ყველაზე ხშირად ეს იყო სწორი გზა ორ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს შორის, საშუალებას იძლეოდა საჭირო ადგილას სწრაფი გადაადგილებისთვის. რომაულმა გზებმა იტალიის ბევრი ქალაქი დააკავშირა ერთმანეთთან, ხოლო შემდეგ რომის იმპერიის სხვა ტერიტორიებზეც დაიწყო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრებს შორის გამოჩენა
თავდაპირველად გზები საომარი მიზნების ფარგლებში იგებოდა (viae militares), მაგრამ შემდგომ დიდი როლი ითამაშეს იმპერიის ეკონომიკურ განვითარებაში. შესაძლებელია, საბოლოო ჯამში გზების განვითარებულმა ქსელმა, მხოლოდ გაუმარტივა ბარბაროსებს საქმე დაეპყრათ რომის ტერიტორიები. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ გზების გამოყენება ყველაზე ცოტა ათასი წელიწადი გააგრძელეს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დღესაც იყენებენ, თუმცა ისინი უკვე დაფარულია ასფალტით.