რომა (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
რომა (იტალ. Associazione Sportiva Roma) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ რომიდან. იგი დააარსა 1927 წლის 22 ივლისს იტალო ფოშიმ. „რომამ“ არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იასპარეზა იტალიის დაბალ დივიზიონში, კერძოდ სერია B-ში, 1951-52 წლებში. მას შემდეგ კი მოყოლებული დღემდე იგი ასპარეზობს იტალიის სერია A-ში, ზედიზედ 58 სეზონი (სულ 77 სეზონი).
სრული სახელი | Associazione Sportiva Roma SpA | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Giallorossi (ყვითელ-წითლები) La Maggica (ჯადოქრები) Lupi (მგლები) | |||
დაარსდა |
22 ივლისი, 1927 (იტალო ფოშის მიერ) | |||
სტადიონი |
სტადიო ოლიმპიკო რომი, იტალია (ტევადობა: 72,481 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | დენ ფრიკინ | |||
მწვრთნელი | პაულუ ფონსეკა | |||
ლიგა | სერია ა | |||
2019/2020 | მე-5 ადგილი | |||
|
რომას სერია A მოგებული აქვს სამჯერ. პირველად ეს მათ 1941-42 წლების სეზონზე მოახერხეს. შემდეგ 1982-83 წლებში და ეს შედეგი 2000-01 წლებში გაიმეორეს. რომას ასევე მოგებული აქვს იტალიის თასი ცხრაჯერ. ევროპის სარბიელზე რომას მოგებული აქვს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1960-61 წლებში. 1983-84 წლის სეზონზე რომაელები ახლოს იყვნენ ლიგის თასთან. თუმცა ისინი საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ლივერპულთან პენალტების სერიაში. აგრეთვე მეორე ადგილზე გავიდა 1990-91 წლებში უეფას თასზე, დამარცხდა რა ინტერთან ორი მატჩის ჯამში.
საშინაო შეხვედრებს რომა სტადიო ოლიმპიკოზე ატარებს. ამ სტადიონზე ასევე მათი უშუალო მეტოქე, თანაქალაქელი ლაციო ასპარეზობს. მაყურებლის ტევადობით სტადიო ოლიმპიკო იტალიაში მეორე სტადიონია; მხოლოდ სან-სირო იტევს მეტ გულშემატკივარს. 2009 წლის სექტემბერში კლუბის ხელმძღვანელობამ გადაყვიტა ააშენოს ახალი 55,000 იანი სტადიონი რომის დასავლეთ ნაწილში. ეს სტადიონი აგებული იქნება ინგლისური სტილით, ანუ მაყურებლებს საშუალება მიეცემათ სათამაშო მოედანს უფრო ახლოდან და უკეთ ადევნონ თვალი.