რომის იმპერია
From Wikipedia, the free encyclopedia
რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რომის იმპერია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რომის იმპერია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
რომის იმპერია Imperium Romanum | |||||
დაიშალა | |||||
| |||||
რომის იმპერიის ვექსილოიდი | |||||
დევიზი დევიზი: Senatus Populusque Romanus (ლათ.: რომის ხალხი და სენატი) | |||||
| |||||
დედაქალაქი | რომი; მოგვიანებით ასევე მილანი, რავენა და კონსტანტინოპოლი | ||||
ენები | ლათინური, ბერძნული | ||||
რელიგია | ძველი რომის რელიგია ქრისტიანობა (380 წლიდან) | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
იმპერატორები | |||||
- | ძვ.წ. 27–14 წ. | ოქტავიანე ავგუსტუსი | |||
- | 284–305 | დიოკლეტიანე | |||
- | 306–337 | კონსტანტინე I დიდი | |||
- | 379–395 | თეოდოსიუს I | |||
- | 475–476 | რომულუს ავგუსტულუსი | |||
ისტორია | |||||
- | შეიქმნა | ძვ.წ. 27 | |||
- | რესპუბლიკის ბოლო ომი | ძვ.წ. 32-30 | |||
- | იმპერიის დაარსება | ძვ.წ. 30-2 | |||
- | იმპერიის გაყოფა | 293 | |||
- | კონსტანტინოპოლის დაცემა | 1453 | |||
- | გაუქმდა | ახ.წ. 476 | |||
ფართობი | |||||
- | ძვ.წ. 25 | 2 750 000 კმ² (1 061 781 მლ²) | |||
- | 117 | 6 500 000 კმ² (2 509 664 მლ²) | |||
- | 390 | 4 400 000 კმ² (1 698 849 მლ²) | |||
მოსახლეობა | |||||
- | ძვ.წ. 25 წელი | 56 800 000 | |||
სიმჭიდროვე | 20,7 /კმ² (53,5 /მლ²) | ||||
- | 117 წელი | 88 000 000 | |||
სიმჭიდროვე | 13,5 /კმ² (35,1 /მლ²) | ||||
ვალუტა | რომაული მონეტა | ||||
სულასა და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თანაც საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსისა და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისრის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.
კეისრის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.
რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.
ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად, რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა, რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმდროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.