საბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასი
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასი (რუს. Кубок СССР по футболу) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი საბჭოთა კავშირში, რომელიც ტარდებოდა 1936–92 წლებში. ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი საბჭოთა კავშირში ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ. თასის გამარჯვებული გადიოდა კვალიფიკაციას მომავალი წლის უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე.
სწრაფი ფაქტები დაარსდა, გაუქმდა ...
დაარსდა | 1936 |
---|---|
გაუქმდა | 1992 |
რეგიონი | საბჭოთა კავშირი |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „სპარტაკი მოსკოვი“ (10-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „სპარტაკი მოსკოვი“ (10-ჯერ) |
დახურვა
სულ ჩატარდა თასის 51 გათამაშება. თასის პირველი მფლობელი გახდა მოსკოვის „ლოკომოტივი“ (1936), უკანასკნელი კი მოსკოვის „სპარტაკი“ (1992). ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია მოსკოვის „სპარტაკი“, რომელმაც 10-ჯერ მოიპოვა თასი.