საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი (რუს. Чемпионат СССР по футболу) — ყოველწლიური ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში, რომელიც ტარდებოდა 1936–91 წლებში.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კონფედერაცია ...
ქვეყანა | საბჭოთა კავშირი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1936 |
გაუქმდა | 1991 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | იცვლებოდა |
ქვეითდება | პირველი ლიგა |
საშინაო თასები |
საბჭოთა კავშირის თასი საბჭოთა კავშირის ფედერაციის თასი საბჭოთა კავშირის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა თასი უეფა-ს თასების მფლობელთა თასი უეფა-ს თასი |
მოქ. ჩემპიონი | „ცსკა მოსკოვი“ (7-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „დინამო კიევი“ (13-ჯერ) |
დახურვა
სულ ჩატარდა პირველობის 54 სეზონი. ჩვეულებრივ, ჩემპიონატი გაზაფხულზე იწყებოდა და იმავე წლის ზამთარში სრულდებოდა. გამონაკლისები იყო 1936 და 1976 წლები, როდესაც გათამაშება ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე გაიმართა.
ჩემპიონის ტიტულის პირველი მფლობელი გახდა მოსკოვის „დინამო“ (1936), უკანასკნელი კი მოსკოვის „ცსკა“ (1991). ყველაზე ტიტულოვანი კლუბია კიევის „დინამო“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ჩემპიონობა.