საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასი
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასი (რუს. Суперкубок СССР по футболу) — საფეხბურთო გათამაშება საბჭოთა კავშირში, სადაც ჩემპიონატის და თასის გამარჯვებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს. გათამაშება არა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის, არამედ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ რედაქციის ინიციატივით ტარდებოდა.
სწრაფი ფაქტები დაარსდა, გაუქმდა ...
დაარსდა | 1977 |
---|---|
გაუქმდა | 1989 |
რეგიონი | სსრ კავშირი |
გუნდების რაოდენობა | 2 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „დინამო“ კიევი (3-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „დნიპრო“ დნეპრი (ერთხელ) |
დახურვა
პირველად სუპერთასი გათამაშდა 1977 წელს, თუმცა 1984 წლამდე რეგულარულად არ ტარდებოდა. გათამაშება სეზონის შუაში იმართებოდა და ის დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდა. გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია კიევის „დინამო“, რომელმაც 3-ჯერ მოიგო ტიტული. უკანასკნელი გამარჯვებულია დნეპრის „დნიპრო“.