დინამო კიევი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დინამო (უკრ. ФК Динамо Київ) — უკრაინის საფეხბურთო კლუბი ქალაქ კიევიდან. დაარსდა 1927 წელს, შექმნის ინიციატორები იყვნენ სერგეი ბარმინსკი და ნიკოლაი ხანიკოვი. ასპარეზობს უკრაინის პრემიერლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს კიევის ოლიმპიური სტადიონზე, რომელიც 70 050 მაყურებელს იტევს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დინამო. |
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი დინამო კიევი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | Біло-сині (თეთრ-ლურჯები) | ||
დაარსდა | 1927; 86 წლის წინ | ||
სტადიონი |
კიევის ოლიმპიური სტადიონი კიევი, უკრაინა (ტევადობა: 70,050 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | იგორ სურკისი | ||
მწვრთნელი | მირჩა ლუჩესკუ | ||
კაპიტანი | სერგეი სიდორჩუკი | ||
ლიგა | უკრაინის პრემიერლიგა | ||
2020-21 | მე-1 ადგილი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
დახურვა
ის ერთ-ერთია იმ ორი კლუბიდან (მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად), რომელსაც სსრკ-ის ყველა ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა 1928 წლის 17 ივლისს, ოდესის „დინამოს“ წინააღმდეგ. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.