სავოიელების დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
სავოიელების დინასტია (იტალ. Casa di Savoia) — იტალიის ერთადერთი სამეფო დინასტია, რომელიც დაარსდა 1003 წელს სავოიის გრაფ უმბერტო I-ის მიერ და მეფობდა 1946 წლამდე, როდესაც მეფე უმბერტო II გადადგა ტახტიდან. სხვადასხვა პერიოდში ისინი მართავდნენ სიცილიას, სარდინიას, ესპანეთს, ალბანეთს, ხორვატიას, კვიპროსსა და ეთიოპიას. 1416 წელს ამადეო VIII-მ მიიღო სავოიის ჰერცოგობა, 1713 წელს კი ვიტორიო ამადეო III-მ მიიღო სიცილიის სამეფო ტახტი, რომელიც 1720 წელს ავსტრიელებს სარდინიაში გაუცვალა. 1861 წელს, მათი მეთაურობით, ვიტორიო ემანუელე II სავოიელის გვირგვინქვეშ გაერთიანდა მთელი იტალია. შემდგომში, იტალიას მისი შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი მართავდა, რომლის დამხობითაც ჩამოყალიბდა იტალიის რესპუბლიკა.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ტიტულები ...
ქვეყანა |
სავოია სიცილია სარდინია იტალია ესპანეთი ალბანეთი ხორვატია იერუსალიმი კვიპროსი კილიკიის სომხეთი |
---|---|
ტიტულები |
სავოიის გრაფი (1003-1416) სავოიის ჰერცოგი (1416-1861) კვიპროსის მეფე (1485-1946) იერუსალიმის მეფე (1485-1946) კილიკიის სომეხთა მეფე (1485-1946) სიცილიის მეფე (1713-1720) სარდინიის მეფე (1720-1861) იტალიის მეფე (1861-1946) ესპანეთის მეფე (1870-1873) ეთიოპიის იმპერატორი (1936-1941) ალბანეთის მეფე (1939-1943) ხორვატიის მეფე (1941-1943) |
დამაარსებელი | უმბერტო I |
უკანასკნელი მმართველი | უმბერტო II |
ამჟამინდელი მეთაური |
|
დაარსდა | 1003 |
დაიშალა | 12 ივნისი, 1946 (თუმცა არ შეწყვეტილა) |
გვერდითი შტოები |
სავოია-კარინიანო სავოია-აოსტა სავოია-სუასონი სავოია-გენუა სავოია-ვილაფრანკა სავოია-ნემური სავოია-რაკონიჯი სავოია-ტენდე სავოია-აკაია სავოია-ვოდი სავოია-აჩეა |
ეროვნება | იტალიელები |
დახურვა