სავოიის მონარქების რეზიდენციები
From Wikipedia, the free encyclopedia
სავოიის მონარქების რეზიდენცია — სტრუქტურათა ჯგუფი იტალიის პიემონტის რეგიონში, ქალაქ ტურინსა და მის პროვინციაში. 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მოიცავს მემკვიდრეობის შემდეგ ძეგლებს:
- ტურინის სამეფო სასახლე
- პალაციო-მადამა
- პალაციო-კარინიანო
- ვალენტინოს ციხესიმაგრე
- ვილია-დელა-რეჯინა
- პალაცინა-დი-სტუპინიჯი
- ვენარიის სამეფო სასახლე
- მანდრიის ციხესიმაგრე
- რივოლის ციხესიმაგრე
- ალიეს ციხესიმაგრე
- მონკალიერის ციხესიმაგრე
- რაკონიჯის ციხესიმაგრე
- პოლენტია
- რეჯია-დი-ვალკასოტო
სწრაფი ფაქტები სავოიის მონარქების რეზიდენციები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
სავოიის მონარქების რეზიდენციები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv, v |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 823 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
სავოიის სამეფო ოჯახი საფრანგეთის პროვინცია სავოიიდან მოდის. დროთა განმავლობაში, სამეფო ოჯახმა, რომელიც ჯერ მხოლოდ აღნიშნულ რეგიონს მართავდა, მთელი აპენინის ნახევარკუნძულის მმართველობა ჩაიგდო ხელში. მათი გავლენის ზრდა არ იყო დამყარებული პირდაპირ დაპყრობებზე, ტერიტორიულ ექსპანსიას მათ ქორწინებებისა და პოლიტიკური მანიპულაციების ხარჯზე მიაღწიეს.