სერა-დე-კოლსეროლა
From Wikipedia, the free encyclopedia
სერა-დე-კოლსეროლა (ესპ. Serra de Collserola) — მთის ქედი ესპანეთში, მდინარე ბესოსსა და ლიობრეგატს შორის. მიეკუთვნება კატალონიის სანაპირო ქედს.
სწრაფი ფაქტები სერა-დე-კოლსეროლა ...
სერა-დე-კოლსეროლა | |
---|---|
კოლსეროლის ხედი ბარსელონის ფონზე | |
კოორდინატები: 41°24′44″ ჩ. გ. 2°04′26″ ა. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი |
უმაღლესი წერტილი | ტიბიდაბო |
სიმაღლე | 512 მ |
დახურვა
მთა ბარსელონას ვალესის ვაკისგან გამოყოფს. უმაღლესი მწვერვალია ტიბიდაბო (512 მ). მასივის გეოგრაფიულ საზღვრებს წარმოადგენს მდინარე ლობრეგატისა და ბესოსის ხეობები, ბარსელონის ვაკე და ვალესის აუზი.
1987 წელს, მთაზე შეიქმნა დაცული ტერიტორია — კოლსეროლის პარკი, რომლის ფართობიც 84,65 კმ²-ია. იგი მსოფლიოს უდუდესი მეტროპოლიური პარკია, რვაჯერ დიდი ვიდრე პარიზის ბულონის ტყე, და 22-ჯერ დიდი ვიდრე ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკი.