სპარტაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
სპარტაკი (ლათ. Spartacus; ბერძ. Σπάρτακος, Spártakos; დ. დაახლ. ძვ. წ. 110[1] — გ. 71) — ყოფილი რომაელი მონა, ძვ. წ. 74–71 წლებში ძველ რომში ხელმძღვანელობდა მონათა დიდ აჯანყებას. მისი არმია შედგებოდა გაქცეული გლადიატორებისა და მონებისაგან. დაამარცხა რამდენიმე რომაული ლეგიონი, მათ შორის ორი კონსულის არმია. ეს აჯანყება ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე მნიშვნელოვანი გამოსვლა მონათა პირველი და მეორე აჯანყების შემდეგ. სპარტაკი წარმოშობით თრაკიელი იყო. ებრძოდა რომაელ დამპყრობლებს, ტყვედ ჩავარდა და გლადიატორად განაწესეს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სპარტაკი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სპარტაკი, დაბადების თარიღი ...
სპარტაკი | |
---|---|
სპარტაკი, ლუვრი, 1830 | |
დაბადების თარიღი | დაახლ. ძვ. წ. 110 |
დაბადების ადგილი | თრაკია |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 71 |
გარდაცვალების ადგილი | სტრონგოლი, იტალია |
ბრძოლები/ომები | სპარტაკის აჯანყება |
დახურვა