ფრანკო ბარეზი
იტალიელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანკო ბარეზი (იტალ. Franco Baresi; დ. 8 მაისი, 1960, ტრავალიატო, ბრეშა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრების და „მილანის“ მცველი. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1994 წლის ვიცე-ჩემპიონი და 1990 წლის ბრინჯაოს პრიზიორი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მცველად. კლუბისადმი ერთგულების, სანიმუშო სპორტული თავდადებისა და თვალსაჩინო მიღწევების გამო მას „მილანის“ საუკუნის ფეხბურთელის ტიტული მიენიჭა. 2013 წელს, იტალიური ფეხბურთის წინაშე მისი განსაკუთრებული დამსახურების ნიშნად იგი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს.[1][2][3][4][5][6]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი ...
ბარეზი 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 8 მაისი, 1960 (1960-05-08) (63 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ტრავალიატო, ბრეშა, იტალია | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1972–1977 | მილანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1977–1997 | მილანი | 531 | (16) |
ეროვნული ნაკრები | |||
1982–1994 | იტალია | 81 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა