ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Frederik August af Holsten-Gottorp; დ. 20 სექტემბერი, 1711 — გ. 6 ივლისი, 1785) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოტინის გრაფ კრისტიან ავგუსტისა და ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელის ვაჟი. ოლდენბურგის ჰერცოგი 1774-85 წლებში. ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალ ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტას მამა და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბიძა. სწორედ ეკატერინემ დაუბრუნა მას ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგო, უბოძა ოლდენბურგის ჰერცოგობა და ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსობა.
სწრაფი ფაქტები ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი, დაიბადა ...
ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი | |
---|---|
წოდებები
ოლდენბურგის ჰერცოგი | |
დაიბადა | 20 სექტემბერი, 1711 |
გარდაიცვალა | 6 ივლისი, 1785, (73 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელი |
შვილ(ებ)ი | ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი |
მამა | კრისტიან ავგუსტი, ოტინის გრაფი |
დედა | ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
დახურვა
1752 წლის 21 ნოემბერს, მან ცოლად შეირთო პრინცესა ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელი, რომელთანაც მრავალწლიანი ქორწინებიდან სამი შვილი შეეძინა:
- პეტერ ვილჰელმი (1754-1823), ოლდენბურგის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ლუიზა (1756-1759), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა (1759-1818), ცოლად გაჰყვა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ XIII-ს;