ქვემო ნატანები
სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ქვემო ნატანები — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ნატანების თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი). მდებარეობს შავი ზღვისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 10 მ.-ზე, ოზურგეთიდან 18 კმ.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ქვემო ნატანები | |
ქვემო ნატანების საჯარო სკოლა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარეგურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნატანები |
კოორდინატები | 41°56′16″ ჩ. გ. 41°48′14″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ჯიშკლოვანი, შავა |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3099[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,6 % რუსები 1,0 % უკრაინელები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზისა და ნატანები-ოზურგეთის ხაზების გადაკვეთაზე.[2] გადის საავტომობილო გზა ურეკი-ოზურგეთი. სოფელში მისდევენ მეციტრუსეობას, მეთხილეობას. სოფელში არის საფეხბურთო სტადიონი, სპორტის სასახლე, ჭიდაობის კლუბი, საჯარო სკოლა,[3] წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი, საზოგადოებრივი ცენტრი. ქვემო ნატანების უბნებია: შავა, ლეკურა, საკუპრე, ახალშენი, ნაფოცხვარა.