შეკავების პოლიტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
შეკავება — გეოპოლიტიკური, სტრატეგიული, საგარეო საქმეტა პოლიტიკა რომელიც ადაპტირებული იქნა იქნა აშშ-ის მიერ ცივი ომის მიმდინარეობისას. ტერმინი დაკავშირებულია „სანიტარულ კორდონთან“ რომელიც შემდგონში ეწოდა სსრკ-ის გეოპოლიტიკურ შეკავებას 1940-იან წლებში. „შეკავების“ სტრატეგია ყველაზე კარგად ცნობილია როგორც, აშშ-ის და მისი მოკავშირეების საგარეო საქმეთა პოლიტიკა რომელიც მიმართული იყო კომუნიზმის გავრცელების შეჩერებისაკენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
როგორც ცივი ომის ნაწილი, „შეკავება“ იყო პასუხი სსრკ-ის მიერ კომუნისტური გავლენის სფეროების გაფართოებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. „შეკავება“ წარმოადგენდა შუა დონეს საერთაშორისო დაძაბულობების განტვირთვისა და უკუგდების დოქტრინას შორის. შეკავების პოლიტიკას საფუძველი აშშ-ის დიპლომატი ჯორჯ კენანის მიერ 1946 წელს გაგვაზნილ გრძელ ტელეგრამაში ჩაეყარა.